saqarTvelos qedebi - sperozis qedi

 

კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოება. მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალია ქოჩარა (3111 მ). ქედი აგებულია ქვედაიურული ასპიდური თიხაფიქლებით, წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით, არკოზული ქვიშაქვების ლინზებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ვიწრო ხევებით. არის მყინვარული ფორმები. თხემური ზოლი შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით, კალთები - ძირითადად წიფლნარით.